ენგო ჯგუფი

ენგო ჯგუფი

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მცირე კომპანიის განვითარებით, და რამდენიმე პროფესიონალის დასაქმებით, რომელთაც არ გააჩნდათ დიდი სასტარტო კაპიტალი, მაგრამ გააჩნდათ უდიდესი ენთუზიაზმი და მაშტაბური გეგმები. დღეისთვის, როდესაც ჩვენმა მრავალმხრივმა საქმიანობამ, გაიარა შემოწმების ათეულობით წლები, ჩვენი კომპანია წარმოადგენს ერთერთ წამყვანს მიწოდების  და პროფესიონალური სპორტული ზედაპირების შექმნის და მომსახურების ინდუსტრიის სფეროში. ვმუშაობთ აღმოსავლეთ ევროპაში და ოფიციალური წარმომადგენლები გვყავს სლოვაკეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, რუსეთსა და კავკასიაში (ოფისი საქართველოში).

„ენგო ჯგუფი“-ს საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიები:

         ენგო სლოვაკეთი                    ენგო უკრაინა                          ენგო რუსეთი

საინფორმაციო პორტალი „GOLFONLINE“

Golfonline.sk წარმოადგენს სპეციალიზირებულ საინფორმაციო პორტალს, რომელიც ფოკუსირდება გოლფ ინდუსტრიაზე - დეველოპმენტზე და გოლფის მოედნების მშენებლობაზე, გრინქიფინგით, რეკონსტრუქციით და გოლფის მოედნების რეგენერაციით.

პორტალის ძირითად მიზანს წარმოადგენს გოლფის განვითარება და წინ წაწევა. მისი პოპულარიზაცია და გოლფ ინდრუსტრიაში ადამიანების პროფესიონალურ მომზადებაში დახმარება.

კონფერენცია „TURF EDUCATION“

ენგო ჯგუფის დაფინანსებით, 2009 წლიდან ყოველწლიურად იმართება საგანმანათლებლო კონფერენციები TURF EDUCATION სლოვაკეთში, უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში. კვალიფიციური ღონისძიებები მიმართულია პროფესიონალური სპორტული გაზონების მომსახურეობაზე, კონსულტაციაზე. კონფერენციები განკუთვნილია გრინქიფერთათვის, ლანდშაფტის დიზაინერებისათვის და პროფესიონალთათვის რომლებიც დაკავებული არიან გაზონების შექმნით და მოვლით.

კონფერენცია „LEADERSHIP GOLF CONFERENCE“

საგანმანათლებლო კონფერენცია "LEADERSHIP GOLF CONFERENCE" პირველად ორგანიზებული იქნა და გაიმართა 2010 წელს და იყო ორიენტირებული შემუშავებაზე, მშენებლობაზე, არქიტექტურაზე, მართვაზე და გოლფ-კურორტების მარკეტინგზე.

განკუთვნილია მენარდეებისათვის, მესაკუთრეებისათვის, მენეჯერებისათვის და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გოლფ ინდუსტრიაში ინვესტირებით.