თესლები

ბალახის თესლები ჰოლანდიიდან

ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ჰოლანდიური კომპანია Barenbrug-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის:

• სპორტული მოედნები (გოლფი, ფეხბურთი, რაგბი, ჩოგბურთი)

• მუნიციპალური (სკვერები, პარკები, გამწვანებები)

• კერძო სახლებისთვის და აგარაკებისთვის.

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც აპრობირებული სერიული პროდუქცია, ასევე შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ბალახის ჯიშების მიქსი, რომელსაც ქარხანა დაამზადებს სპეციალურად თქვენთვის (სპეც. მიქსის მინიმალური შეკვეთაა 2ტონა).

 

უნივერსალური გაზონი Barpower RPR

RPR® არის რეგენერაციული მრავალწლიანი რეიგრასი, რომელიც მრავლდება ფესვის მეშვეობით და იკეთებს ახალახალ თავთავებს. ეს თვისება მას ბევრად მაღალ საფეხურზე აყენებს სხვა რეიგრასებთან შედარებით. ამავე დროს ზრდის სწრაფი ტემპით ხასიათდება. შედეგი არის რეგენერაციული მრავალწლიანი რეიგრასი კარგი გამძლეობით და ლამაზი ვიზუალით, რაც მას შესაფერისს ხდის გაზონებისთვის, პარკებისთვის და ეზოებისთვის. RPR®-მა უკვე დაამტკიცა თავისი წარმატება სპორტულ მოედნებზე და გოლფის მოედნებზე.

 

გვაქვს (1, 5 და 15)კგ შეფუთვებში.

1კგ თესავს 30-50 კვადრატულს.

 

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ

ჩრდილის და გვალვის ამტანი Shadow & Sun

ბალახის თესლი, რომელიც არის ჩრდილის და გვალვის ამტანი.

1კგ თესავს 30-50 კვადრატულს.

გვაქვს (1, 5 და 15)კგ შეფუთვებში.

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ

წყლის დამზოგველი Water Saver

ბალახის თესლი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ წყლის ეკონომია. ამ კონკრეტულ ბალახს ფესვი ეზრდება 60 სმ-მდე, რაც აძლევს საშუალებას ნიადაგის ქვედა ფენიდან ამოიღოს თავისთვის საჭირო წყალი. 1კგ თესავს 20-40 კვადრატულს.

გვაქვს (1, 5 და 15)კგ შეფუთვებში.

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ

ნაკლებად საკრეჭი Mow Saver

MOWSAVER - დაბალი ჯიშის ბალახი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ კრეჭის ეკონომია. 1 კგ თესავს 30-50 კვადრატულს.

გვაქვს 1კგ შეფუთვებში.

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ