თესლები
ICL (Everris) თესლები
ICL (Everris)-ის სასუქები და გაზონის თესლები, თქვენს ტერიტორიას სწრაფად გაამწვანებს, ხოლო სპორტული მოედნების საფარს გახდის მყარს და გამძლეს. ჩვენ შეგვიძლია თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულება ნებისმიერ ტერიტორიაზე.
ICL-მა შეიმუშავა სასუქების, გაზონის ბალახის და სხვა პროდუქტების სრული ასორტიმენტი, რომელთაც შეუძლიათ თქვენს მიერ დასახული ნებისმიერი ამოცანის მოგვარება. ჩვენ თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ პროდუქციაზე, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მიაღწიოთ მაქსიმალურად გრძელვადიან შედეგებს უმოკლეს დროში. ICL-ის პროდუქტების გამოყენებით თქვენი სპროტული გაზონი იქნება გამძლე, დეკორატიული მოედანი კი - ლამაზი. ასე იქნება მუდამ, თუ თქვენ გაითვალისწინებთ პროფესიონალების გამოცდილებას და გადაწყვეტილებებს, თუ თქვენთვის ხარისხი - გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.
ICL-ის პროდუქციის ხაზები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაზონის მრავალი დაავადება. დარწმუნებული იყავით, რომ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, და ჩვენ თქვენთვის გამოვძებნით ამას.
თუ გესაჭიროებათ უფრო დეტალული ინფორმაცია გაინტერესებთ ფასები და ხელმისაწვდომობა ICL-ის რომელიმე ხაზის პროდუქციაზე - გთხოვთ მოგვწეროთ
თესლები: სპორტული გაზონი
ბალახის არჩევა განსაზღვრავს სპორტული გაზონის საფარის მახასიათებლებს.
დიდი ხნის მანძილზე მოსახლეობისთვის ბალახის ნებისმიერი მწვანე საფარი ითვლებოდა გაზონად. მაგრამ დღეისათვის თითქმის ყველას შეუძლია დაასახელოს გაზონის რამოდენიმე სახეობა, რომელთაგან ძირითადი ტიპებია დეკორატიული, სპორტული და სპეციალური. ამავდროულად, ზემოთხსენებული გაზონების ყოველ ტიპს აქვს რამოდენიმე ქვეტიპი.
ჯანსაღი ხარისხიანი გაზონი ძლებს რამოდენიმე წელი. რაც უფრო გონივრულად არის შერჩეული გაზონის ბალახი - მით მეტ ხანს ახარებს თვალს მწვანე საფარი. როგორც წესი, გაზონის თესლები - ეს მრავალწლოვანი მარცვლოვანი ბალახებია, რომელთაც აქვთ მრავალი მწვანე ყლორტი და ბუჩქოვან-ფესვოვანი სისტემა. ოპტიმალურად ხარისხიანი გაზონის მისაღებად, ხშირად იყენებენ ბალახების ნარევს, და არა ერთ კონკრეტულ სახეობას.
ENGO ჯგუფის სპეციალისტები ICL-ის მასალისგან თქვენთვის დაამზადებენ ყველაზე ოპტიმალურ ბალახების ნარევს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას: თქვენი ბალახის საფარი იქნება ძლიერი, ხარისხიანი, ჯანსაღი და ხანგრძელი.
გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ
თესლები: საცხოვრებელი ტერიტორიის გაზონი
გაზონის ნულიდან შექმნისას, თქვენ თავიდანვე შეგიძლიათ გამოიყენოთ Everris და Landscaper Pro.
ICL-ის ბალახის ნარევები მზადდება შერჩეული ლამაზი და ძლიერი ჯიშებისგან და ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს, გარდა ამისა, ექსკლუზიური ჯიშები უზრუნველყოფენ თქვენი ნაკვეთისთვის ბალახების ნარევთა სწორ შერჩევას.
Landscaper Pro-ს პროდუქციის ხაზისთვის ICL-მა შეიმუშავა ოთხი სხვადასხვა ნარევი, რომელთაგან თითოეული შექმნლია რთულად მოსაგვარებელ პირობებში ექსკლუზიურად საუკეთესო შედეგების მისაღებად.
გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ
