ჩვენ შესახებ

საერთაშორისო ჰოლდინგი „ენგო ჯგუფი“, უკვე 25 წელია ახორციელებს თავის პროფესიონალურ საქმიანობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, წარმოადგენს აღიარებულ ლიდერს, უმსხვილეს ნოვატორს და საიმედო ბიზნეს პარტნიორს პროფესიონალური სპორტული მოედნების შექმნის და კომპლექსური მომსახურეობის ინდუსტრიაში. „ენგო ჯგუფი“ სპეციალიზირდება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, პროფესიონალური და სამოყვარულო გაზონების შექმნის სფეროში, ტექნიკის და სპეციალური მოწყობილობების მიწოდებით, გოლფის მოედნებისთვის და ფეხბურთის სტადიონებისათვის. ასევე, მშენებლობით, გრინქიფინგით და პროფესიონალური სპორტული მოედნების მენეჯმენტით.

ენგო ჯგუფი ორგანიზებას უკეთებს ვიწროსპეციალურ ინფორმაციულ პერიოდულ გამოცემას (Golf Online News) და კვალიფიციური საგანმანათლებლო კონფერეციებს (Turf Education, Leadership Golf Conference). ჩვენი მიდგომაა გავუზიაროთ კოლეგებს, პარტნიორებს და ბიზნეს პროცესების სხვა წევრებს გაზონების სპორტულ ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალური ცოდნა.

„ენგო ჯგუფი“-ს მუშაობის მთავარი პრინციპი და მისი უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს კვალიფიციური  განათლება, დარგობრივი განვითარება, ინოვაციური გადაწყვეტილებები და გარემოზე ზრუნვა. ზუსტად ამიტომაც კომპანია რომელიც თავიდანვე სპეციალიზირდებოდა მხოლოდ აგროსამრეწველო სფეროს მომარაგებით, 25 წლის შემდეგ გახდა საერთაშორისო ჰოლდინგი კვალიფიციური სპეციალისტებით  მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში (სლოვაკეთი, უკრაინა, რუსეთი, საქართველო) და ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში (სლოვაკეთი, უკრაინა, სომხეთი, ჩეხეთი, რუსეთი, საქართველო, ბელორუსია, ყაზახეთი, ლატვია, საბერძნეთი, საუდის არაბეთი და სხვა) მაღალი დონის სპორტული მოედნების მშენებლობაში და პროფესიონალურ მომსახურეობაში რეალიზებული პროექტების ავტორიტეტულ რეფერენს ლისტით.

დღესდღეობით, „ენგო ჯგუფი“ აგრძელებს თავისი პოზიციების ურყევად განმტკიცებას, როგორც გამოცდილი, საიმედო მომწოდებელი, პასუხისმგებელი შემსრულებელი და ბიზნეს პარტნიორი პროფესიონალური სპორტული გაზონების ინდუსტრიის ბაზარზე. ჰოლდინგის მრავალმხრივ წარმატებაზე მეტყველებს არა მხოლოდ უამრავი კლიენტების გამოხმაურება, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ასევე აღიარება საერთაშორისო დონეზე ხარისხის სტანდარტის სერთიფიკატით «ISO 9001» (სპორტული ობიექტების მშენებლობის მართვაში), რომელიც „ენგო ჯგუფმა“ მიიღო აუდიტის, შემოწმების მაშტაბური სისტემის და მთელი თავისი პროფესიონალური საქმიანობის შეფასების შემდგომ.