განათების მოწყობილობები გაზონისათვის

ხელოვნური განათების მოწყობილობები TLS

კომპანიამ «TLS» (Turf Lighting Solutions - განათების გადაწყვეტები გაზონისთვის) 2013 წლის 1 იანვარს მიიღო RA - Technology AS-ის (RAT) ოფიციალური დეპარტამენტის სტატუსი.

RAT სპეციალიზირებულია ალუმინის კონსტრუქციების დამზადებაზე. ეს არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო მთელ მსოფლიოში სტადიონებზე სანათი განათების მოწყობილობების შემუშავება. RATის გააჩნია სანათი მოწყობილობების დამზადების 13-წლიანი გამოცდილება და სხვა პროდუქციის დამზადების 40-წლიანი გამოცდილება. 

გადაწყვეტები გადასატანი მოწყობილობებისთვის

TLS-ის გადაწყვეტები გადასატანი მოწყობილობებისთვის დაგეხმარებათ საექსპლუატაციო მოქნილობის უზრუნველყოფაში. ალუმინის მსუბუქი კონსტრუქცია მათ უაღრესად მოსახერხებელს ხდის გამოსაყენებლად და ძალიან ამარტივებს მათ გადაადგილებას და გამოტანას სტადიონებიდან. ამ დანადგარების წონა TLS-ის რეზინის საბურავებთან ერთად ასევე ხელს უწყობს მინდორზე გაზონის დაზიანების მინიმუმამდე დაყვანას. 

გადასატანი კონსტრუქციები

TLS-ის გადასატანი კონსტრუქციები შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამი განსხვავებული მოდელის სახით; ასევე შესაძლებელია დამზადება ინდივიდუალური შეკვეთით. 

განათების დონე 

პროექტის ტიპისა და სასურველი ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება განათების რამდენიმე დონის შერჩევა. შუქის ინტენსიურობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ. TLS-ის სტანდარტული მოწყობილობების მიწოდება ზდება 1000-ვატიანი ნათურებით. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ დაანგარიშება თქვენი მოედნის ხელოვნური განათებისთვის.

ძირითადი წესები და პირობები

ჩვენ უზრუნველვყოფთ სანათო მოწყობილობების ექსპლუატაციაში შეყვანას, ტესტირებას და დემონსტრირებას სპორტული მოედნის პერსონალისთვის. ასევე გამოვაგზავნით ინჟინერ-მექანიკოსს მოწყობილობების ექსპლუატაციაში შესაყვანად და პერსონალის მოსამზადებლად. შემდგომში პერსონალი შეძლებს მოცემული მოწყობილობის სათანადოდ გამოყენებას. 

დამზადების ვადები

განათების მთელი სისტემის მიწოდებისთვის საჭიროა 6-დან 8 კვირამდე შეკვეთის მიღების და წინასწარი გადახდის მომენტიდან პროდუქტის ქარხნიდან მოწოდებამდე. მიწოდების ზუსტი თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში.

TLS-ის განათების მოცემული სისტემის კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი ალუმინისაა, შტიფტები და ჭანჭიკები (ბოლტები) დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ბორბლები - რეზინისგან. 

TLS-ის მოცემული პროდუქტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას მასალების ამგვარი არჩევანის გამო. ყოველდღიური მოვლა გულისხმობს ვიზუალურ მოვლას უსაფრთხოებისა და საექსპლუატაციო დეფექტების დასადგენად. ასეთი დათვალიერება მოიცავს ალუმინის კონსტრუქციას და ელეტროსქემას. ტრავმების თავიდან ასაცილებლად საჭროა იყოთ ყურადღებიანი მოწყობილობის ექსპლუატაციისას. რემონტს ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალი. ასევე არ დაგავიწყდეთ საბურავებში წნევის შემოწმება.

საჭიროა მოძრავი ნაწილების გაპოხვა ნავთობის საფუძველზე დამზადებული საპოხი საშუალებით წელიწადში 3-4-ჯერ. 

ყოველწლიური მოვლა გულისხმობს ალუმინის კონსტრუქციების და მექანიკური კონსტრუქციების, ასევე ყველა შეერთების სრულ მოვლას, რაც უნდა ჩატარდეს უფლებამოსილი პერსონალის მიერ. ელექტროსისტემა, ყველა კაბელი, სანათი მოწყობილობები, ამომრთველები და როზეტები ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს დაზიანებებისა და დეფექტების მისაკვლევად. 

ელექტროსისტემა მოწმდება დამიწებაზე 500 ვ ხელსაწყოს საშუალებით. დარწმუნდით, რომ გამორთულია კვების 400 ვ-იანი ძირითადი წყარო.

სისტემატურად წმინდეთ ამრეკლავები, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ამრეკლავების წმენდა ხორციელდება ამრეკლავების მწარმოებლის მიერ მითითებული სპეციალური საშუალებებით.

ნათურებს, სანამ მათი შეცვლის საჭიროება დადგება, შეუძლიათ მუშაობა 10 000 საათამდე.

თუ უფრო დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, მოგვწერეთ