გოლფი

დიზაინი

ჩვენ გთავაზობთ მომსახურეობის სრულ სპექტრს ახალი პროექტების დიზაინის შემუშავებაში, არსებული გოლფის მინდვრების რედიზაინსა და რენოვაციაში. ჩვენი საექსპერტო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მინდვრის დიზაინი არის არა მხოლოდ მისი უნიკალური სილამაზე, სხვადასხვა დარტყმებისა და რაკურსების მრავალი შესაძლებლობა, ფოსოების სიგრძე და დაბრკოლებების სირთულე, არამედ გოლფის მინდვრის დიზაინს დეტალური შემუშავება, რაც უპირველეს ყოვლისა დაგეხმარებათ თავი აარიდოთ სერიოზულ ხარვეზებს მის მშენებლობასა და სამომავლო მომსახურებაში.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მინდვრის დიზაინი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ბუნებრივ ლანდშაფტს და ასევე შეესაბამებოდეს მისი მომსახურებისთვის ხელმისაწვდომ ბიუჯეტს. ზუსტად ამ მიზნით დიზაინის შემუშავების სტადიაზე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კვლევას, ტექნიკური განხორციელებადობის შეფასებასა და მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას, ჩვენ ასევე ვატარებთ კომპლექსურ კვლევასა და სხვა ზემოქმედი ფაქტორების ანალიზს.

საბოლოო ჯამში კლიენტი განსახილველად იღებს შემდეგს:  

  • გოლფის მინდვრის კონცეპტუალური და სტრატეგიული დაპროექტების გეგმა
  • პროექტის გენერალური გეგმა
  • გრაფიკული ილუსტრაცია და 3D-მოდელირების კონცეპტის დიზაინი
  • გოლფის მინდვრის მარშრუტების გეგმები
  • სამშენებლო ნახაზები, ორიგინალური და შეცვლილი რელიეფის იზოხაზების, მიწის სამუშაოების, დრენაჟისა და სარწყავი სისტემებისა და გაზონის საფარის შექმნის გეგმები, გოლფ-ქარების ბილიკების სქემები და ა.შ.
  • საფასო წინადადებები და მშენებლობის სპეციფიკაციები

ჩვენი კლიენტი მიიღებს არამხოლოდ ლამაზსა და აუთენტურ დიზაინს, არამედ რაციონალურად ფუნქციონირებად და ეკომდგრად გოლფის მინდორს.

უხეში შეიპინგი

შეიპერებისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების ჩვენს გუნდს გააჩნია მაღალი კვალიფიკაცია და დიდი გამოცდილება მიწის სამუშაოების შესრულებაში, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ უსაფრთხოების ტექნიკის წესებისა და ყველა საჭირო სახელმწიფო ნორმატივის დაცვით.

არქიტექტურული პროექტის გათვალისწინებით, თითოეულ გოლფის მოედანზე საჭიროა გრუნტის ამოსაღები და ტბების ამოსათხრელი სამუშაოების სხვადასხვა მოცულობის განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს პროექტის საერთო ღირებულებაზე და შესაბამისად ყველა სამუშაოს დაწყების წინ აუცილებელია ადგილმდებარეობის დეტალური შესწავლა.

დრენაჟი

გოლფის მინდვრის დრენაჟი აუცილებელია სათამაშო საფარიდან წყლის სწრაფი გაყვანისთვის, რის შედეგადაც მინდორი წვიმის შემდეგ და კოკისპირული წვიმის დროსაც კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მინდორი იყოს სათამაშოდ ვარგისი. კარგი დრენაჟი ასევე გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოთ გაზონის დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა გაჩნდეს გუბეებისა და გაზონზე წყლის ჩაგუბების გამო.

სადრენაჟო სისტემების დაპროექტებისას აუცილებელია ამ რეგიონში მიწისქვეშა წყლების დონისა და ნიადაგის სტრუქტურის ცოდნა. ძალიან ხშირად მენარდეები ამონტაჟებენ სადრენაჟო სისტემის მილებს გრუნტის თითოეულ ტიპში წყლის მოძრაობის სპეციფიკაციების გათვალისწინებისა და ასევე ნიადაგის პარამეტრების ქიმიური და ფიზიკური ანალიზის ჩათარების გარეშე. ნიადაგის კლასიფიკაცია დაყრდნობილია მის სტრუქტურაზე, რომლის თვისებებიც განმსაზღვრელ როლს ასრულებენ ნიადაგის დრენირებაში. გრუნტების სისტემატიზაცია ეყრდნობა ნიადაგში ქვიშის, შლამისა და თიხის პროცენტულ თანაფარდობას.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნიადაგის გამკვრივება იწვევს ფორების დაცობას და შესაბამისად ართულებს დრენირებას.

ნიადაგის, მისი თვისებებისა და პოტენციალის დეტალური და ხარისხიანი ანალიზი ხელს უწყობს სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც სამომავლოდ დაგვეხმარება არასასურველი ხარჯების თავიდან აცილებაში. ტესტირებას ექვემდებარება 

არა მხოლოდ ნიადაგის სადრენაჟო შესაძლებლობები, არამედ გამოყენებული მასალებიც. ეს ხორციელდება პროფილის დაცობისა თავიდან აცილებისა და ნიადაგის ქვეშ წყლის თავისუფალი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით. 

მორწყვა

თუ შევხედავთ საირიგაციო სისტემას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს მაშინ მისი სატუმბო სადგური არის გული, სარწყავი მილები – ძარღვები, მავთულები – ნერვები, სარქველები და სპრინკლერები – ხელები და ფეხები და მართვის სისტემა კი – სარწყავი სისტემის ტვინი.

ჩვენს მიერ შემუშავებული გოლფის მოედნების სარწყავი სისტემების დიზაინი არის ეფექტური, ეკონომიურად მოიხმარს წყლის რესურსებს და შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნებსა და ადგილმდებარეობის თავისებურებებს. დიზაინის შემუშავებისას ჩვენ ვითვალისწინებთ ნიადაგის, სარწყავი ზონებისა და გაზონის საფარის სხვადასხვა ტიპებს. ირიგაციის ინფრასტრუქტურის დაპროექტება მოიცავს სატუმბო სადგურის მოწყობას, მილებისა და სპრინკლერების განთავსებას, სივრცით მდებარეობას, სპრინკლერების მუშაობის ზონების განაწილებას, მომსახურებასა და ა.შ. ჩვენ ვამონტაჯებთ და ვატარებთ სარწყავი სისტემების რენოვაციას, იმ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ახდენენ რესურსებისა და სამუშაო ძალის ეკონომიას, რაც მაღალი კლასის ირიგაციისა და გოლფის მინდვრის ესთეტურების წყალობით ამცირებს ხარჯებსა და ზრდის პოტენციურ შემოსავალს.

გოლფის მინდვრის მორწყვა შესაძლებელია დეკოდერული და სატელიტური სისტემების გამოყენებით. დეკოდერული სისტემის უპირატესობას წარმოადგენს მისი დაბალი ფასი, მინდორზე ხილული კომპონენტების არარსებობა, დაბალი ძაბვისა და ნაკლები რაოდენობის მავთულების გამოყენება. სატელიტური სისტემა მარტივია მოვლისა და ხარვეზების გასწორების თვალსაზრისით, მას გააჩნია უფრო ეფექტური დაცვა გადამეტძაბვისაგან. 

გრინებისა და თი ი ბუნკერების მშენებლობა

გრინებისა და თი ი ბუნკერების მშენებლობა უდავოდ არის გოლფის მინდვრის გაშენების ყველაზე შრომატევადი და მნიშვნელოვანი ეტაპი.

გრინები - ველის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, და ჩვენი აზრით სწორად აგებული გრინი უნდა იკავებდეს კვებით ნივთიერებებს, ჰქონდეს პერკოლაციის, წყლისა და ჰაერის ინფილტრაციის საკმარისი დონე და იყოს რეზისტენტული გამკვრივების მიმართ. გრინების გაშენება მიზანშეწონილია მზის სინათლისთვის ღია ადგილებში, რომლებსაც აქვთ კარგი დრენაჟი. გრინის ზომა დამოკიდებულია ფორმების სიმკაცრეზე, გამსვლელი დარტყმის სიგრძეზე, დაბრკოლებების განლაგებასა და მინდვრის მომსახურეობის წესზე. გრინის ფორმაზე გავლენას ახდენს ადგილმდებარეობის ფერდობები, გავრცელებული ქარების მიმართულება და გამსვლელი დარტყმის დისტანცია.

თი მოედნის სწორი ზომის დადგენის მიზნით, ჩვენ ვიწყებთ თი ბოქსის მშენებლობას აღმოცენების ადგილობრივი პირობების შესწავლით და ასევე თამაშების დაგეგმილი რაოდენობისა და სახეობების შეფასებით. რაც უფრო მეტია თი ბოქსთან წვდომის ადგილები, რაც უფრო მეტი მზის შუქი მიეწოდება თის ყოველდღიურად (რეკომენდირებულია 8 საათი) თი მოედანი მით უფრო ცვეთამდგრადი და ხანგამძლე იქნება.

იქნება ეს უეისტ-ბუნკერი ფერვეიზე თუ გრინთან ახლის, სამუშაოს შესრულებისას ჩვენ ვაწყობთ ან წყალგაუმტარ ბარიერს ან დაფრქვევით დაგვაქვს ბუნკერის ფსკერზე სპეციალური საფარი, რათა თავიდან ავიცილოთ სარეველას გავრცელება და ქვიშისა და ტალახის შერევა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვიშის ბუნკერების მშენებლობის დიდი გამოცდილება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უფრო მარტივი ფორმების ბუნკერები უფრო ადვილი მოსავლელია ისინი, როგორც წესი, უფრო მართებულია გორაკიანი ადგილისთვის, და უფრო რთული ფორმის ბუნკერები კი უფრო შეეფერება გორაკ-ბორცვებიან რელიეფს

ფინალური შეიპინგი

გოლფის მოედანი სხვა სპორტული მოედნებისგან ბუნებაში ინტეგრირებით განსხვავდება; ჩვენთვის გოლფის მოედნის მშენებლობა წარმოადგენს ლანდშაფტის ფორმირებასა და სკულპტურირებას. ზუსტად ამიტომ ჩვენი გოლფ-არქიტექტორების მთავარი მიზანი არის სხვადასხვა ფორმის რელიეფებთან მუშაობა და არა მათთან ბრძოლა. ჩვენი კომპანიის მსგავსი ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მიდგომა ხელს უწყობს გოლფის მინდვრის აუთენტურობას და ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.

გოლფის მინდვრის საბოლოო შეიპინგი არის პროცესი, რომელშიც უხეში შეიპინგის შემდგომ შეიპერი არქიტექტორის საწყისი ხედვასა და დიზაინ კონცეფტის სტრატეგიის შესაბამისად ახდენს რელიეფური საფარის ტრანსფორმირებას, მიწის მასების საწყისს გადაადგილებას, კონტურირებულ გოლფის მოედანზე სადრენაჟო და სარწყავი სისტემების მოწყობას.

ტექნიკის ჩვენ კვალიფიციურ ოპერატორებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება გოლფის მოედნების შეიპინგში. საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჩვენი პროფესიული შეიპერების ოსტატობას სხვადასხვა ნაკვეთებზე მუშაობაში – კლდოვან და დაჭაობებულ ადგილებში, წყალშემცველ და ქვიშიან  ნიადაგებში და მათ უნარს აქციონ ბუნებრივი ლანდშაფტი გოლფ-არქიტექტურის შედევრად.