სასუქი

ICL (Everris) სასუქები

ICL (Everris)-ის სასუქები და გაზონის თესლები, თქვენს ტერიტორიას სწრაფად გაამწვანებს, ხოლო სპორტული მოედნების საფარს გახდის მყარს და გამძლეს. ჩვენ შეგვიძლია თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულება ნებისმიერ ტერიტორიაზე.

ICL-მა შეიმუშავა სასუქების, გაზონის ბალახის და სხვა პროდუქტების სრული ასორტიმენტი, რომელთაც შეუძლიათ თქვენს მიერ დასახული ნებისმიერი ამოცანის მოგვარება. ჩვენ თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ პროდუქციაზე, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მიაღწიოთ მაქსიმალურად გრძელვადიან შედეგებს უმოკლეს დროში. ICL-ის პროდუქტების გამოყენებით თქვენი სპროტული გაზონი იქნება გამძლე, დეკორატიული მოედანი კი - ლამაზი. ასე იქნება მუდამ, თუ თქვენ გაითვალისწინებთ პროფესიონალების გამოცდილებას და გადაწყვეტილებებს, თუ თქვენთვის ხარისხი - გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. 

ICL-ის პროდუქციის ხაზები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაზონის მრავალი დაავადება. დარწმუნებული იყავით, რომ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, და ჩვენ თქვენთვის გამოვძებნით ამას.

თუ გესაჭიროებათ უფრო დეტალული ინფორმაცია გაინტერესებთ ფასები და ხელმისაწვდომობა ICL-ის რომელიმე ხაზის პროდუქციაზე - გთხოვთ მოგვწეროთ.

სასუქები: სპორტული გაზონი

გაზონის განოყიერება - ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც მოქმედებს ზედაპირის ხარისხზე და წარმოადგენს ბალახის საფარის კომპლექსური მოვლის მნიშვნელოვან კომპონენტს.

გაზონის ბალახი მუდმივად იზრდება. ის ჩნდება მინდორზე კულტივირეული მცენარეებიდან პირველი, ადრე გაზაფხულზე, და ნარჩუნდება ყინვების დაწყებამდე. ამიტომ გაზონი, როგორც სპორტული, ასევე საყოფაცხოვრებო, საჭიროებს სისტემატიურ კვებას, რომელიც ბალახს უარუნველყოფს კვების ოპტიმალური რეჟიმით

გაზონის სასუქები გამოიყენება ბალახის საფარის მთელ ტერიტორიაზე, მწარმოებლის მიერ დაწესებული ნორმების ყურადღებით დაცვით. დიდი დოზით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მთელი ტერიტორიების ან ცალკეული მცენარეების  გადახმობა. 

სასუქების დაწესებულზე ნაკლების დოზით გამოყენება შეამცირებს მცენარის ფერის ინტენსივობას, გაუარესდება საფარის სიხშირე, და გაზონში გაჩნდება სარეველა და ხავსი. თუ კვება საერთოდ არ მიეწოდება, გაზონის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

სასუქების გამოყენების რამოდენიმე მარტივი წესი:

სასუქით განოყიერება უნდა მოხდეს ბალახის გაკრეჭის შემდეგ;

გაზონისთვის სასუქით განოყიერება საჭიროა სველ მიწაზე, იმ პირობით რომ ბალახი მშრალი უნდა იყოს;

სასუქებით განოყიერების შემდეგ საჭიროა წყლით უხვი მორწყვა;

სასუქით განოყიერება არ უნდა მოხდეს წვიმის ან ხანგრძლივი გვალვების დროს.

ნებისმიერ გაზონს, როგორიც გაქვთ, ჭირდება კვება მიკრო და მაკრო ელემენტებით, როგორიცაა, მაგალითად, ფოსფორი, აზოტი, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი, კალცი და ა.შ. ამ ნივთიერებების ერთობლიობა ძალიან კარგად მოქმედებს ბალახის მდგომარეობაზე. ეს ელემენტები აუმჯობესებენ ფერს და სიხშირეს. გამძლეს ხდის ბალახს პათოგენების, გათელვის და ექსტრა ტემპერატურის მიმართ.

გაზონის სასუქები იწარმოება მყარი გრანულების და სითხის სახით. გრანულების სასუქის (ისინი უფრო კონცენტრირებულია) გამოყენების შემდეგ აუცილებელია დიდი რაოდენობის წყლით მორწყვა. მცენარეები თხევად სასუქს უფრო ადვილად და სწრაფად ითვისებენ, მაგრამ მათში ნაკლები კონცენტრაციით არის სასარგებლო ნივთიერებები.

ENGO ჯგუფის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტისა პროფესიონალური სპორტული მოედნების შექმნის და მოვლის საქმეში, რომელიც დსთ-ს მრავალ ქვეყანაში მუშაობს არა ერთი ათწლეულის განმავლობაში, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა,  ყველაზე მაღალი ხარისხის სასუქის ბითუმად გაყიდვა კერძო და სპორტული გაზონებისთვის. ჩვენ გთავაზობთ:

მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების სასუქები;

საქონლის დროული მიწოდება;

დაბალი ფასები (მწარმოებლებთან პარტნიორული ურთიერთობით);

პროფესიული კონსულტაციით უზრუნველყოფა ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია გაზონის სასუქით განოყიერებასთან;

ინდივიდუალური მიდგომა და დახმარება სასუქების შერჩევისას.

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ

სასუქები: საცხოვრებელი ტერიტორიის გაზონი

ICL ერთ-ერთი წამყვანი და უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც სასუქებით ამარაგებს მსოფლიოს ლანდშაფტურ ფირმებს და ასოციაციებს. ICL-ს აქვს საკუთარი კვლევითი სადგურები, რომლებიც განლაგებულია 85 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. Landscaper Pro ხაზში შედის ბალახნარევები ბაღისთვის და სასუქებისთვის. ინდუსტრიაში პროდუქტების ეს სისტემა ცნობილია საიმედოობით და ეფექტურობით.

Everris  გუნდი, ცნობილი თავისი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევებით, მუდმივად წარმოადგენს ინოვაციებს, მუშაობს ხარისხის გაუმჯობესებაზე და პროდუქციის განვითარებაზე.

მიზეზები, რის გამოც სპოროტული გაზონების პროფესიონალი სპეციალისტები იყენებენ სასუქებს და საგაზონე ბალახებს ICL-ის მიერ კონტროლირებადი შერჩევით:

შეღწევადობის მაღალი მაჩვენებელი

ბალახის საფარის სიხშირის და საერთო ხარისხის გაუმჯობესება

დაზიანების შემდეგ დაუყოვნებლივი აღდგენა 

წლის განმავლობაში მინიმალური რაოდენობით განოყიერება

აზოტის სწორად გამოყოფა

დამატებითი კვების მნიშვნელობა

ფარული დაავადებები. შორიდან, თითქმის ყველა მწვანე გაზონი კარგად გამოიყურება, მაგრამ ახლოდან თუ დავაკვირდებით, შეიძლება შევამჩნიოთ ჟანგვის კვალი, წყალმცენარეები, დაავადების კვალი, ლპობა და ნაწიბურები. თუ გაზონს რეგულარულად გავანოყიერებთ, მისი ახლო დათვალიერების დროსაც კარგ მდგომარეობას დავაფიქსირებთ.

აღდგენა. ბალახის ჭრა იწვევს სტრესს, ამცირებს გაზონის ფოტოსინთეზის უნარს, ამცირებს ნახშირორჟანგის და წყლის შეწოვის შესაძლებლობას, მოთიბვის შემდეგ აგრეთვე ფიქსირდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევები.

გაზრდის უნარი

ბაზარზე წარმოდგენილი ბალახის ჯიშები რთული ჰიბრიდებია, მათი სრული ზრდისა და განვითარებისთვის საჭიროა კვების სრული კომპლექსი. სწორი და კარგი კვება - ლამაზი გაზონის გარანტია.

ტენიანობის შენარჩუნება. სასუქების გამოყენება უზრუნველყოფს ინტენსიურ ზრდას, ქმნის ძლიერი ფესვების სისტემას და ძლიერ კორდს;

ასეთი სტრუქტურა ხელს უწყობს კორდის ქვეშ ტენიანობის შენარჩუნებას, რაც იწვევს კვების ფართობის ზრდას, ტენიანობის გაცილებით ნაკლები რაოდენობა იკარგება.

რატომ არის Everris -ის პროდუქციის ხაზები ლანდშაფტის სფეროს პროფესიონალებისთვის საუკეთესო?

Landscaper Pro Everris პროდუქტებისთვის გამოიყენება ნუტრიენტების ეტაპობრივი გამოყოფა, რითაც უზრუნველყოფილია ვარგისიანობა და ასევე თქვენი გაზონის მუდმივი ჯანსაღი ზრდა.

ხელმისაწვდომი  ნუტრიენტების მაღალი ხარისხი

ნუტრიენტები მაქსიმალურად საიმედო, ხანგრძლივი გამოყოფა

მცენარეებისთვის უსაფრთხოება და მოქმედების გრძელვადიანი ეფექტი

მცენარეებისთვის აზოტის თანაზომიერი, გრძელვადიანი მიწოდება

ფესვების სისტემის ზრდასა და მწვანე მასას შორის ბალანსის შენარჩუნება

ჩამოტვირთეთ კატალოგი Landscaper Pro

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ