ფეხბურთი

სრულიად დასრულებული ფეხბურთის მოედნების მშენებლობა

ფეხბურთის მოედნის ნატურალური გაზონი უნდა იყოს ეკოლოგიური, რბილი და უსაფრთხო. ის უზრუნველყოფს დაცემის დროს სპორტსმენების კანისა და მყესების საიმედო დაცვას დაჭიმვისა და ტრავმებისაგან. და, რა თქმა უნდა, ის უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ხელოვნური საფარი. 

ბუნებრივი ბალახის სპორტულ მოედანზე არის იმის გარანტია, რომ ფეხს ექნება დაყრდნობის სწორი გრადუსი, დარტყმის სწორი შთანთქმა, ბურთის სწორი ასხლეტვა, მოჭიდულობის ძალა, მდგრადობა - ყველაფერი ეს საშუალებას აძლევს სპორტსმენებს მუდმივად გააუმჯობესონ თამაში. მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფეხბურთის ბუნებრივ გაზონიანი მოედანი მოითხოვს მუდმივ და დროულ მოვლას, რათა მან არ დაკარგოს თავისი თამაშის მახასიათებლები. ბუნებრივ გაზონის შექმნის პროცესში არ შეიძლება შეცდომებისა და უგულისყურობის დაშვება.

ზოგადი მოთხოვნები, რომლებიც უნდა იქნას დაცული ფეხბურთის მოედნის მშენებლობის პროცესში:

• სტადიონის მიკროკლიმატი (ჩრდილი, ქარი, ჰაერის მოძრაობა);

• სტადიონის მაკროკლიმატი (კლიმატი და ამინდი);

• აუცილებელია წარდმოდგენა გვქონდეს ფეხბურთის მოედნების მშენებლობის დროს გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიებისა და სისტემების შესახებ; 

• საბოლოო მომხმარებელთა წინა გამოცდილება და მოთხოვნები (ობიექტის ბიზნეს - გეგმა და სათამაშო მოედნის დაცვის სისტემა ალტერნატიული გამოყენების შემთხვევაში);

• მომსახურების შესაძლებლობები (მოედნის მოვლა და წლიური ექსპერტიზა);

• ცალკე უნდა იყოს აღნიშნული კონტრაქტორის შერჩევისა და ტენდერის ჩატარებისადმი კომპეტენტური მიდგომა, პროექტირების თავისებურებები (ძირითადი სისტემების ჩადება) და საფუძვლის გასწორება.

ბუნებრივი გაზონი შეიძლება იყოს დათესილი ან რულონური.

ფეხბურთის მოედნის აგებულება

მოედნის პროფილი ან მოედნის ნამცხვარი - ეს არის საფეხბურთო გაზონის ფუნდამენტის ფენები საინჟინრო სისტემებთან ერთად:

• დრენაჟი

• ნიადაგის ქვედა გათბობა

• მოედნის გაგრილება

• მორწყვა

• ნიადაგის ქვედა დატენიანება

ფეხბურთის მიედნის პროფილის შემადგენელი სისტემები

დრენაჟი

სადრენაჟო სისტემა შეიძლება იყოს ორი სახის:

კლასიკური სისტემა - გამოიყენება წყლის შესაგროვებლად და მის სათამაშო მოედნის ფარგლებს გარეთ გამოსაყვანად გრავიტაციული პრინციპის საფუძველზე;

ნიადაგის ქვედა აერაციის სისტემა - ერთდროულად ასრულებს ორ ფუნქციას: ფეხბურთის მოედნის ზედაპირიდან ზედმეტი წყალი გამოყავს სტადიონის ფარგლებს გარეთ, და ბალახის გაზონის ფესვების ზონაში ავრცელებს ჰაერს. ამგვარი სისტემა აუმჯობესებს ნიადაგის ბიოლოგიურ პროცესებს, ჭარბი წყლის სასწრაფოდ მოცილებას და გამოიყენება გალღობის / გათბობისათვის.

სადრენაჟო - სავენტილაციო სისტემის ვენტილატორის პროექტი

ნიადაგის ქვედა გათბობის პროექტი

გათბობის პროექტი შედგება საქვაბის, სითბოს გამტარისა და მილებისაგან (პირველადი და მეორადი), ის შეიძლება იყოს ორი ტიპის: ელექტრული ან თხევადი. უფრო ხშირად გამოიყენება ეს უკანასკნელი, რომელიც ასევე იყოფა დამოუკიდებელ ან სითბოს გაცვლადად.

მართვა: გათბობის სისტემა იმართება კომპიუტერული პროგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა გააკონტროლონ მინდვრის ტემპერატურა სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სიღრმეზე სპეციალური სენსორების გამოყენებით. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა შეიტანოს მონაცემები ფეხბურთის მოედნის ტემპერატურის, ტენიანობისა და ჰაეროვნების შესახებ, ხოლო ინტერფეისს, მასში შემავალი ჩართული სისტემების სხვადასხვა ტიპის სენსორებისა და მიმღებებისაგან მიღებული მონაცემების შეერთებით, შეუძლია ჩაატაროს სასურველი რეგულირება და შეასრულოს აუცილებელი პროცედურები.

ფეხბურთის მოედნის გაგრილების სისტემა

შემუშავებულ იქნა გათბობის სისტემის გამოყენების ალტერნატივა, რომელიც დაფუძნებულია  ეთილენ - გლიკოლის პრინციპზე. 

ნიადაგის ქვეშა გათბობის სისტემის სითბოს გამცვლელს,  რომელიც მოქმედებს ეთილენ - გლიკოლის პრინციპზე, შეუძლია არა მხოლოდ გაათბოს ეთილენ - გლიკოლი, არამედ გაგრილოს კიდეც იგი. ამ გზით, წლის ზაფხულის დროს, ნიადაგის ქვეშა გათბობის სისტემის მილებში მედიუმი, პირიქით, გააგრილებდა მინდვრის პროფილს.

ეს არის ერთ - ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ფეხბურთის მოედნის გაგრილებას.

სარწყავი სისტემა

სარწყავი სისტემა, ისევე, როგორც სადრენაჟო სისტემა - არის მინიმუმის ერთ - ერთი სისტემა. წყალი შეიძლება აღებული იყოს როგორც ქალაქის წყალმომარაგების სისტემიდან,  ასევე სპორტული კომპლექსის ჭიდან. ურბანულ წყალს ბევრი ნაკლი აქვს: ქლორისა და რკინის მაღალი შემცველობა ბალახზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, და, ამასთან, მისი ფასი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საკუთარი წყაროებიდან აღებული წყლისა. როგორც წესი, წყალს  აყენებენ დასაგროვებელ რეზერვუარებში, რათა ის დაიწმინდოს მინარევებისაგან. 

ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სპორტულ ობიექტების ექსპლუატაციაში ეკოლოგიური მიდგომის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, გამოიყენება ენერგიის ალტერნატიული წყაროები და რესურსები: მაგალითად, საუკეთესო სტადიონი მინდვრის მოსარწყავად იყენებს წვიმის წყალს. საშუალოდ, 10 მმ 1 კვ. მ - ის მოსარწყავად დღეში საჭიროა 10 მმ, ჯამში - დაახლოებით 80 კუბ. მ.

სისტემის ძირითად ნაწილს წარმოადგენს სპრინკლერი (წვიმის შემქმნელები) მოქმედების რადიუსით 25 - 30 მ. როგორც წესი, გამოიყენება 24 სპრინკლერისაგან შექმნილი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ზედაპირის დაფარვას მაღალი ხარისხით. 

მართვა: სარწყავ სისტემა, ისევე, როგორც გათბობის სისტემა, აღჭურვილია ცენტრალიზებული მართვით, და მას გააჩნია მორწყვის პროგრამების შექმნის შესაძლებლობა. ელექტრომაგნიტური კლაპანები განლაგებულია მინდვრის პერიმეტრის გაყოლებაზე, და ჩამალულია შახტებში მინდვრის კიდის მახლობლად. შახტა - ეს არის ყუთი, რომელშიც ჩამალულია სარწყავი სისტემის ელექტრო - კლაპანი, და სხვა დამატებითი კომპონენტები.

ნიადაგის ქვედა დატენიანების სისტემა

ეს არის წვეთოვანი მორწყვის ანალოგი, რომლის მიზანი არის შიდა ფესვოვანი ზონის დატენიანება ნიადაგის ქვედა აერაციის სისტემის აქტიურ გამოყენებასთან ერთად. აერაციის მიერ ნიადაგის გამოშრობის გამო (ზამთარშიც კი), აუცილებელია ფესვების ზონის დატენიანების სისტემა. ასეთი ალტერნატივა იდეალურად მიესადაგება საქართველოს კლიმატურ პირობებს. 

იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია - გთხოვთ, მოგვწერეთ