მანქანა-მოწყობილობები

სპორტულ მოედნებზე გამოყენებული მანქანა-დანადგარების ხარისხის დონე განსაზღვრავს მათ მიერ სპორტულ მინდორზე შესრულებული სამუშაოს ხარისხის დონეს, რაც თავის მხრივ უშუალო ზემოქმედებას ახდენს მოთამაშეთათვის მინდვრის საფარის ვარგისიანობაზე. მეტიც - რაც უფრო საიმედოა მოვლისათვის გამოყენებული ტექნიკა, მით უფრო ნაკლებია მისი მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯები.

20 წელზე მეტია, რაც ჩვენი კოპანია დაკავებულია სათამაშო მოედნებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური ტექნიკური და მანქანა- მოწყობილობების მიწოდებით ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში; ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს აღიარებული ბრენდების ტექნიკის ყველაზე ფართო ასორტიმენტს, ვატარებთ პროფესიონალურ კონსულტაციებს და ვასაბუთებთ ყოველ რეკომენდაციას, ვატარებთ პერსონალის სწავლებას სათანადო ექსპლუატაციის საკითხებში; გარდა ამისა, უზრუნველვყოფთ ჩვენს მყიდველებს სერვისული მომსახურებით და ყოველმხრივი მხარდაჭერით. 

ჩვენს მიერ მიწოდებულ მექანიზმებს შორისაა სათესები, ცილინდრული და როტორული სათიბები, სილის მომყრელები, აერატორები, სკარიფიკატორები, ტრაქტორები და დამხმარე მექანიზმები, კორდმჭრელები, თოვლსაწმენდი ტექნიკა, გაზონის სატვირთო მანქანები, ცილინდრების და უკანა დანების სალესი დაზგები, გრანულირებული და თხევადი სასუქის შესატანი მექანიზმები და ა.შ. 

ჩვენი მომწოდებლები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები – TORO, Graden, Redexim, Bernhard, Kubota, Fleming, Campey, Dennis, Fleet, Groundsman, Fieldmaster – რომლებმაც, ტექნიკური მოწყობილობების მაღალი კლასის ხარისხის, მისი საიმედოობის და  დამძლეობის წყალობით, აღიარება მოიპოვეს მთელ მსოფლიოში.

ჩვენი სპეციალიზაციის სფეროა არა მხოლოდ ახალი სამანქანო ტექნიკის, არამედ ნახმარი პროფესიონალური ტექნიკიკის მიწოდებაც - ეს შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც მაღალი კლასის ტექნიკის ყველა უპირატესობით სარგებლობის საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს და ინარჩუნებს გოლფის მოედნის ყველაზე მაღალ ხარისხს; ამასთანავე, იძლევა დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების და დანაზოგების რეინვესტირების საშუალებას გოლფ-პროექტის სრულყოფის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებში. 

Global Turf Equipment USA - ტექნიკის ერთერთი უმსხვილესი მომწოდებელია მსოფლიოში. გახლავართ რა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ცენტრალურ ევროპაში, ჩვენ ვაგრძელებთ საგარანტიო ვადას შეძენილ პროდუქციაზე 90-დან 180 დღემდე, გთავაზობთ რა ყველა სახისა და დანიშნულების სამანქანო ტექნიკის 500-ზე მეტ ერთეულს. გოლფ-კლუბებს ასევე ვთავაზობთ როგორც პროდუქციის ხელმისაწვდომ ასორტიმენტს, რომელიც მოიცავს წამყვან ბრენდებს, როგორიცაა TORO, Jacobsen და John Deere, ასევე ტექნიკის ინდივიდუალური პარამეტრებით შეკვეთის შესაძლებლობას. კომპანია GTE წარმოდგენილია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და მის მიერ მიწოდებული ყველა მანქანა-მოწყობლობა საგულდაგულო შემოწმებას გადის, რათა სრული ფუნქციონალობის გარანტია მისცეს მყიდველებს.