პროექტების მენეჯერი

გოლფ ინდუსტრიის ბაზარზე, ერთ-ერთი ლიდერი პოზიციის დაკავებით, ექსპერტული ცოდნის ქონით და მდიდარი გამოცდილებით საერთაშორისო გოლფ პროექტების განვითარებაში, ჩვენ გთავაზობთ, გოლფ კლუბის მართვის სრულ ან ნაწილობრივ აუტსორსინგ მომსახურეობას.

  აუტსორსინგი, ხელს უწყობს კლუბის საოპერაციო ხარჯების კონტროლს და შემცირებას (12% დან, 22% მდე), ასევე არსებული საშუალებების კაპიტალის შექმნას, არაპროფილურ ბიზნეს-ფუნქციებში ინვესტირების საჭიროების არ არსებობის ფაქტორის წყალობით. ასეთი მართვის მეთოდი, აუმჯობესებს კლუბის მენეჯმენტის ფოკუს-პოლიტიკას პერსონალის დაქირავებასთან, ძირითადი პერსონალის სწავლებასთან და დაგეგმვასთან დაკავშირებით პრობლემის არ არსებობის წყალობით და ამ გზით ოპერაციულ პროცესზე საერთო კონტროლის შენარჩუნებით. სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგი - ეს არის, შიგნით არ არსებული, მსოფლიო დონის რესურსის მიღების საშუალება და სხვა ბიზნეს მიზნებისათვის, შიდა რეზერვების ეკონომია.

   იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ჰყავს საკუთარი მუშა ჯგუფი, რომელიც თავიდანვეა აყვანილი კლუბის საჭიროების გათვალისწინებით, მაშინ სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები, მათთან შეთანხმებით ფორმირდება. ასეთ შემთხვვაში, კლუბს, ძირითად პოზიციებზე აჰყავს გამოცდილი პროფესიონალები, მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე (3-5 წელი), რომლებიც დაეხმარებიან კლუბს დასახული მიზნის მიღწევაში და შემდგომში კლუბს საშუალება ეძლევა შექმნას პროფესიონალთა საკუთარი გუნდი. 

   ჩვენ, ასევე ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურეობებს შემდეგ სფეროებში: გოლფ მენეჯმენტი, პროექტების მართვა, კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა (პროფილური გამოკვლევების საფუძველზე) და მარკეტინგი გოლფ კლუბებისათვის.

• რა ტიპის გოლფის მოთამაშეები არსებობენ დღესდღეობით და როგორ შეიცვლებიან ისინი მომავალში?

• როგორი ტიპის გოლფის მოთამაშეები არიან თქვენი სამიზნე ჯგუფი?

• ქვეყანაში დღესდღეობით არსებული გოლფ ბაზრის ძირითადი ტენდენციები და როგორ შეიცვლებიან ისინი მომავალში?

• რომელი ფაქტორებია აუცილებლად გასათვალისწინებელი, გოლფის მოთამაშეების და გოლფის კლუბების შერჩევისას, ის რომ კლუბმა ყოველა ტიპის გოლფის მოთამაშის სურვილები და მოთხოვნილებები გაითვალისწინოს, თუ მხოლოდ ერთი ტიპის გოლფის მოთამაშეების ხელშეწყობაზე იყოს კონცენტრირებული?  

   ინფორმაციის ხარისხიან ანალიზში და პროფესიონალურ მენეჯმენტში დროული ინვესტირებით, შევძლებთ თავი ავარიდოთ სტრატეგიულ შეცდომებს, რომელიც მომავალში მოითხოვს დამატებით ხარჯებს, მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.